вторник, 16 декабря 2014 г.

სელის თესლი და გახდომა

კითხვა:

მართალია თუ არა, რომ სელის თესლი ხელს უწყობს გახდომას? თუ ეს ასეა, გთხოვთ, მასწავლოთ მისი გამოყენების რეცეპტი.

პასუხი:

სელის თესლი ნამდვილად დაგეხმარებათ გახდომაში. ის შეიცავს პროტეინებს, პოლისაქარიდებს, საკვებ ბოჭკოებს (ლიგანებს), გაჯერებულ ცხიმმჟავებს, A, B, E, F ვიტამინებს. გარდა ამისა, სელის ნახარშს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლეიდები, ტოქსინები და სხვა შხამიანი ნივთიერებები, რაც დადებით გავლენას ახდენს ცხიმებისა და ქოლესტერინის ცვლაზე. ნახარში უნდა მოამზადოთ მხოლოდ ერთი დღის ულუფა: 2 სადილის კოვზი დაცეხვილი თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დილამდე. სითხე მიიღეთ დილას და საღამოს (ნახევარ-ნახევარი), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასურველია, ჩაიტაროთ 2-3 კურსი. თითო კურსი ათდღიანია, შემდეგ ათი დღე უნდა შეისვენოთ და ასეთივე შუალედებით გაიმეოროთ 2-3-ჯერ.

წყარო : http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=6875&rubr
_____________________________
გადასვლა: ქოლესტერინი
..

Комментариев нет:

Отправить комментарий